თავიდანვე,დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო,რომ ავტორის ეს შესავალი,ანუ მსოფლიო როკის ისტორია,ძალიან მომეწონა ... შეიძლება მე მეჩვენება (იქიდან გამომდინარე,რომ თემა ჩემთვის საინტერესოა ),მაგრამ ავტორი ყველასთვის გასაგები ენით წერს,არ მიმართავს მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს და და საკუთარ აზრს სავსებით კარგად გადმოხატავს და გადმოგვცემს ...
იგი იწყებს ასე :“ პოეზიის შემდეგ ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე,მთლიანად მის აზროვნებაზე,არაფერი ახდენს ისეთ ზეგავლენას,როგორც მუსიკა „ და მე სრულaიდ ვეთანხმები მას,იმიტომ, რომ ,საკუთარი გამოცდილებიდან გამოდინარე,შემიძლია ვთქვა,რომ რომ არა მუსიკა ,ჩემი აზრით ,სიცოცხლე და ზოგადად ცხოვრება დაკარგავდა იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს,რომელიც მას ასე ამშვენებს ... რაც შეეხება ზეგავლენას,ამაშიც ვეთანხმები ავტორს,რადგან მიმაჩნია,რომ მუსიკას ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. აი მაგალითად,ზიხართ თქვენთვის მშვიდად და გაიჟღერა ნაცნობმა მელოდიამ და თქვენ რაღაც გაგახსენდათ,რაღაც ისეთი,რაც ამ მუსიკასთან გაკავშირებთ და რაღაც გარკვეულ ემოციას გგვრით (მოგონებას გააჩნია),რომელიც ზემოქმედებას მოახდენს თქვენზე.
ავტორის ნაწერში ჩანს მისი განათლება,დიდი ცოდნა, წიგნიერება,გამოცდილება,მონდომება ... რამაც სასიამოვნოდ გამაოცა.მისი ცოდნის არეალი არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ როკის ისტორიის ცოდნით,რაც ძალიან,ძალიან მომწონს.
თემა აზრობრივად,შინაარსობრივად გრძელდება(თუ რამდენიმე მომენტს არ ჩავთვლით),რამაც განაპირობა ის, რომ ნაშრომის კითხვა ძალზედ იოლია ... სიმართლე გითხრათ,მე,პირადად,ძალიან გამიადვილდა მისი წაკითხვა ...
ავიღოთ ,თუდაც ის მონაკვეთი,სადაც ავტორი აღწერს საზოგადოების წყურვილს,ნახოს და გაიგოს რაიმე ახალი,ამბობს,რომ ხალხს მოჰბეზრდა და ვინჩი,მიქელ ანჯელო,პაბლო პიკასო .. ხალხი რაღაც ახალს ითხოვდა და სწორედ მაშინ,საჭირო მომენტში გამოჩნდა როკ მუსიკა,რომელიც ორმოცდაათიან წლებში წარმოიშვა. აგრესიამ გამოსავალი მუსიკაში ნახა.ყალიბდებოდა ყველაზე აგრესიული, მაგრამ ყველაზე რთული და ლამაზი ხელოვნება,რომელიც ადამიანებს განტვირთვის საუკეთესო საშუალებად ექცათ .
მომწონს ის,თუ როგორ აღწერს ავტორი ცნობილ პიროვნებებსა და ჯგუფებს,როგორ წარმოაჩენს მათ საუკეთესო მხრიდან… მაგალითად მან აღწერა ისეთი ადამიანები და ჯგუფები,როგორებიც არიან : ელვის პრესლი -როკ-ენ-როლის უგვირგვინო მეფე და როკის მამა, ბრიტანული როკის დამფუძნებელი ჯგუფი „ბიტლზი“ და მათი სოლისტი ჯონ ლენონი,ჯგუფი „ქუინი“ და მისი უნიჭიერესი სოლისტი ფრედი მერკური, „ლედ ზეპელინი“,“ სექს პისტოლზი“ ,“მეტალიკა“, „დორზი“ ,“ფინქ ფლოიდი“,“როლინგ სტოუნზი“,“დიფ ფარფლი“ და ა.შ.
მე პირადად ამ ცნობილი ადამიანებიდან გამოვარჩევდი ფრედი მერკურის,რომელმაც ჯგუფში წინა პლანზე წამოსწია ვოკალისტის პოზიცია,როიალს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ,არ შეუშინდა ხალხის რეაქციას და ოპერისა და როკის შერწყმა გადაწყვიტა,რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად მიაჩნდათ და რაც ძალზე წარმატებულად გამოუვიდა. მგალითად,სიმღერა „ბარსელონა“ შექმნილი და შესრულებული მონსერატ კაბალესა და მერკურის მიერ,ეშმარიტი,თვალნათლივი მაგალითია იმისა,რომ როკისა და კლასიკის შერწყმა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს : )
ნაშრომში ასევე მოთხრობილია ერთი შემთხვევა,რომლის დროსაც,სამოციანი წლების ბოლოს,სან-ფრანცისკოსთან,ერთ-ერთ გრანდიოზულ კონცერტზე : ჯგუფ- როლინგ სტოუნზის გამოსვლის დროს მოხდა ინციდენტი,და დამსწრეთაგან მოკლეს ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი,როგორც გაირკვა ის დაქირავებულმა და მოსყიდულმა დაცვამ მოკლა . ამით ავტორს იმის თქმა სურდა,რომ მიუხედავად დიდი ორგანიზებულობისა,როკ-კონცერტები უსაფრთხო და დაცული არაა,მაგრამ ამის გამო მათი აკრძალვა არ შეიძლება და მაგალითად მოჰყავს ფეხბურთის მატჩები,რომლების დროსაც გაბრაზებულ ბრბოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია და შეიძლება არც მსაჯები და არც თავად ფეხბურთელები დაინდონ,ან თუნდაც კრივში,რამდენი ადამიანი დახოცილა პირდაპირ რინგზე,ბრძოლის დროს,მაგრამ სპორტის ეს სახეობები არ აუკრძალავთ ამის გამო. ამიტომაც არ იქნება მართებული, თუ 1 ინციდენტის გამო,როკ-კონცერტებს აკრძალავენ. მე,პირადად,ასეთი შედარება ძალიან მომეწონა
ერთადერთი,რასაც ამ ნაშრომს,უფრო სწორად კი ავტორს დავუწუნებდი (რა უფლება მაქვს,მაგრამ მინდა ჩემი ობიექტური აზრი გამოვხატო) ისაა, რომ თავისი მწიგნობრობის დამსახურებით მან ძალიან,ძალიან ბევრი იცის და ბევრ რამეშია გარკვეული და ხანდახან ძირითადი თემიდან ისე გადადის სხვა თემაზე,რომ ,ჩემი აზრით,უადგილოა ასეთი გადასვლები: )
იმის და მიუხედავად,რომ როკის ყველაზე ცნობილი და დიადი წარმომადგენლები : ელვისი,ფრედი მერკური,ჯონ ლენონი და კურტ კობეინი გარდაიცვალნენ,როკი მაინც ცოცხალია და სულდგმულობს ისეთი ვარსკვლავებით,როგორებიც არიან : მერლინ მენსონი,“რამშტაინი“ და ა.შ.
No comments:
Post a Comment