Wednesday, April 20, 2011
მხატვრული ფასეულობის წარმოება:როკ-მუსიკის საქმე
კულტურული ფორმები იღებენ არტისტურ აღიარებას,როდესაც მათი მნიშვნელობების პოდიუსერები “ამტკიცებენ” რომ ისინი (ა)შეიცავენ “სერიოზულ” მნიშვნელობებსა და ესთეთიკურ სინამდვილეს ; (ბ)რომ ისინი იწარმოებიან განსაზღვრადი შემოქმედებითი პირისგან და (ც) შემოქმედებითი პირი არის ავტონომური და აწარმოებს თავის სამუშაოს საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის გამო. 1960 –იანი წლებიდან მოყოლებული,კრიტიკოსები აღნიშნავენ მხატვრულ აღიარებას როკ-მუსიკისა.მათ ეს გააკეთეს როკის “ანტისახელმწიფოებრივი” მნიშვნელობის ხაზგასმით.იგი განსაზღვრავს როკ ჯგუფებსა და როკ მუსიკოსებს,როგორც ცალკე დამოუკიდებელ შემოქმედებით ადამიანებს ,უძღვნის უამრავ ალბომს,როგორც როკის “შედევრებს” და განსაზღვრავს რამდენიმე ხმის კომპონენტს,ისე,როგორც ნამდვილი როკის ესთეტიურ ენას.იმის მიუხედავად,რომ ამ მტკიცების რეალიზაცია ნაწილობრივი რჩება –ნაწილობრივია, ეს გვიჩვენებს,რომ რწმენა მხატვრულ კულტურულ იერარქიაში არის სტრუქტურირება თანამედროვე კულტურაში.
ერთ დღესაც ყველაფერი იქნება სხვანაირი,
მაშინ,როცა მე ჩემს შედევრს დავხატავ.
ბობ დილანი
მის კლასიკურ სტატიაში “ადომო” მან წარმოაჩინა მყარი პოზიციები პოპულარულ მუსიკასთან დაკავშირებით. ადომო აჩვენებდა პოპულარულ მუსიკას,მთელი თავისი ღირსებებით,როგორც ინდუსტრიული კულტურის ნაწილი, ფენომენი, რომელიც აფასებს არსებულ სოციალური რეალობას იმ კონსტიტუციით,რომელიც მოქმედებს მისი აუდიტორიის ამოციურ მდგომარეობაში,რომლებიც მხარს უჭერენ შეფარული დომინანტური ინტერესების კაპიტალისტურ რეჟიმს.ამდენად,შეუძლებელია პოპულარული მუსიკა მოიცავდეს ხელოვნების გადარჩენის ძალას როგორც რეალობის არსებობის უარჰყოფას და სოციალურ კრიტიკას.
სადღაც 45 წლის შემდეგ როკის კრიტიკოსმა გრილ მარკუსმა დაწერა ყველაზე რთულ და თანამედროვე ხელოვნების ჟურნალში არტფორუმში :
რა თქმა უნდა ,ყველა წყვეტს.არავინ იგებს.ბსოლუტური უარყოფილ იქნა ედემის ბაღში და
განმსაზღვრელი დახასიათება ადამიანური ყოფისა, ახსენებთ მათ თავიანთ უნარს ,ინატრონ,
უნდოდეთ იმაზე მეტი,ვიდრე მათ ეს შეუძლიათ. რაც ეწინააღმდეგება ადამიანს,წრმოშობს
განრისხებას,სურვილს,სიძულვილსა და სიყვარულს,და ხეოვნებას შემოაქვს ყველა ეს თვისება
სიცოცხლეში.
წყარო : www.library.iliauni.edu.ge
jstor articles.
http://www.jstor.org/pss/4121245?searchUrl=%2Faction%2FdoBasicResults%3Fhp%3D25%26la%3D%26wc%3Don%26acc%3Doff%26gw%3Djtx%26jcpsi%3D1%26artsi%3D1%26Query%3Drock-music%26sbq%3Drock-music%26si%3D1%26jtxsi%3D1&Search=yes
Motti regev
the hebrew university of jerusalem
ჩემ მიერ განხილული თემის ჩემეული აღქმა და ანალიზი :)
თავიდანვე,დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო,რომ ავტორის ეს შესავალი,ანუ მსოფლიო როკის ისტორია,ძალიან მომეწონა ... შეიძლება მე მეჩვენება (იქიდან გამომდინარე,რომ თემა ჩემთვის საინტერესოა ),მაგრამ ავტორი ყველასთვის გასაგები ენით წერს,არ მიმართავს მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს და და საკუთარ აზრს სავსებით კარგად გადმოხატავს და გადმოგვცემს ...
იგი იწყებს ასე :“ პოეზიის შემდეგ ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე,მთლიანად მის აზროვნებაზე,არაფერი ახდენს ისეთ ზეგავლენას,როგორც მუსიკა „ და მე სრულaიდ ვეთანხმები მას,იმიტომ, რომ ,საკუთარი გამოცდილებიდან გამოდინარე,შემიძლია ვთქვა,რომ რომ არა მუსიკა ,ჩემი აზრით ,სიცოცხლე და ზოგადად ცხოვრება დაკარგავდა იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს,რომელიც მას ასე ამშვენებს ... რაც შეეხება ზეგავლენას,ამაშიც ვეთანხმები ავტორს,რადგან მიმაჩნია,რომ მუსიკას ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. აი მაგალითად,ზიხართ თქვენთვის მშვიდად და გაიჟღერა ნაცნობმა მელოდიამ და თქვენ რაღაც გაგახსენდათ,რაღაც ისეთი,რაც ამ მუსიკასთან გაკავშირებთ და რაღაც გარკვეულ ემოციას გგვრით (მოგონებას გააჩნია),რომელიც ზემოქმედებას მოახდენს თქვენზე.
ავტორის ნაწერში ჩანს მისი განათლება,დიდი ცოდნა, წიგნიერება,გამოცდილება,მონდომება ... რამაც სასიამოვნოდ გამაოცა.მისი ცოდნის არეალი არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ როკის ისტორიის ცოდნით,რაც ძალიან,ძალიან მომწონს.
თემა აზრობრივად,შინაარსობრივად გრძელდება(თუ რამდენიმე მომენტს არ ჩავთვლით),რამაც განაპირობა ის, რომ ნაშრომის კითხვა ძალზედ იოლია ... სიმართლე გითხრათ,მე,პირადად,ძალიან გამიადვილდა მისი წაკითხვა ...
ავიღოთ ,თუდაც ის მონაკვეთი,სადაც ავტორი აღწერს საზოგადოების წყურვილს,ნახოს და გაიგოს რაიმე ახალი,ამბობს,რომ ხალხს მოჰბეზრდა და ვინჩი,მიქელ ანჯელო,პაბლო პიკასო .. ხალხი რაღაც ახალს ითხოვდა და სწორედ მაშინ,საჭირო მომენტში გამოჩნდა როკ მუსიკა,რომელიც ორმოცდაათიან წლებში წარმოიშვა. აგრესიამ გამოსავალი მუსიკაში ნახა.ყალიბდებოდა ყველაზე აგრესიული, მაგრამ ყველაზე რთული და ლამაზი ხელოვნება,რომელიც ადამიანებს განტვირთვის საუკეთესო საშუალებად ექცათ .
მომწონს ის,თუ როგორ აღწერს ავტორი ცნობილ პიროვნებებსა და ჯგუფებს,როგორ წარმოაჩენს მათ საუკეთესო მხრიდან… მაგალითად მან აღწერა ისეთი ადამიანები და ჯგუფები,როგორებიც არიან : ელვის პრესლი -როკ-ენ-როლის უგვირგვინო მეფე და როკის მამა, ბრიტანული როკის დამფუძნებელი ჯგუფი „ბიტლზი“ და მათი სოლისტი ჯონ ლენონი,ჯგუფი „ქუინი“ და მისი უნიჭიერესი სოლისტი ფრედი მერკური, „ლედ ზეპელინი“,“ სექს პისტოლზი“ ,“მეტალიკა“, „დორზი“ ,“ფინქ ფლოიდი“,“როლინგ სტოუნზი“,“დიფ ფარფლი“ და ა.შ.
მე პირადად ამ ცნობილი ადამიანებიდან გამოვარჩევდი ფრედი მერკურის,რომელმაც ჯგუფში წინა პლანზე წამოსწია ვოკალისტის პოზიცია,როიალს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ,არ შეუშინდა ხალხის რეაქციას და ოპერისა და როკის შერწყმა გადაწყვიტა,რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად მიაჩნდათ და რაც ძალზე წარმატებულად გამოუვიდა. მგალითად,სიმღერა „ბარსელონა“ შექმნილი და შესრულებული მონსერატ კაბალესა და მერკურის მიერ,ეშმარიტი,თვალნათლივი მაგალითია იმისა,რომ როკისა და კლასიკის შერწყმა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს : )
ნაშრომში ასევე მოთხრობილია ერთი შემთხვევა,რომლის დროსაც,სამოციანი წლების ბოლოს,სან-ფრანცისკოსთან,ერთ-ერთ გრანდიოზულ კონცერტზე : ჯგუფ- როლინგ სტოუნზის გამოსვლის დროს მოხდა ინციდენტი,და დამსწრეთაგან მოკლეს ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი,როგორც გაირკვა ის დაქირავებულმა და მოსყიდულმა დაცვამ მოკლა . ამით ავტორს იმის თქმა სურდა,რომ მიუხედავად დიდი ორგანიზებულობისა,როკ-კონცერტები უსაფრთხო და დაცული არაა,მაგრამ ამის გამო მათი აკრძალვა არ შეიძლება და მაგალითად მოჰყავს ფეხბურთის მატჩები,რომლების დროსაც გაბრაზებულ ბრბოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია და შეიძლება არც მსაჯები და არც თავად ფეხბურთელები დაინდონ,ან თუნდაც კრივში,რამდენი ადამიანი დახოცილა პირდაპირ რინგზე,ბრძოლის დროს,მაგრამ სპორტის ეს სახეობები არ აუკრძალავთ ამის გამო. ამიტომაც არ იქნება მართებული, თუ 1 ინციდენტის გამო,როკ-კონცერტებს აკრძალავენ. მე,პირადად,ასეთი შედარება ძალიან მომეწონა
ერთადერთი,რასაც ამ ნაშრომს,უფრო სწორად კი ავტორს დავუწუნებდი (რა უფლება მაქვს,მაგრამ მინდა ჩემი ობიექტური აზრი გამოვხატო) ისაა, რომ თავისი მწიგნობრობის დამსახურებით მან ძალიან,ძალიან ბევრი იცის და ბევრ რამეშია გარკვეული და ხანდახან ძირითადი თემიდან ისე გადადის სხვა თემაზე,რომ ,ჩემი აზრით,უადგილოა ასეთი გადასვლები: )
იმის და მიუხედავად,რომ როკის ყველაზე ცნობილი და დიადი წარმომადგენლები : ელვისი,ფრედი მერკური,ჯონ ლენონი და კურტ კობეინი გარდაიცვალნენ,როკი მაინც ცოცხალია და სულდგმულობს ისეთი ვარსკვლავებით,როგორებიც არიან : მერლინ მენსონი,“რამშტაინი“ და ა.შ.

Tuesday, April 19, 2011
მსოფლიო როკ-მუსიკის მოკლე მიმოხილვა (ჯგუფ "ზღვარის"მიერ გამოცემული წიგნის - "ქართული როკის ისტორიის"მიხედვით)
ჯგუფი "ზღვარი
"ჯგუფის წევრები და დამაარსებელნი:
სერგი ლომაძე
ვასო ლომაძე
გია მიჩიტაშვილი
ლუკა ამირანაშვილი
კახა ბაციკაძე
გიორგი ზუხბაია
პოეზიის შემდეგ ადამიანის აზროვნების ფორმირებაზე,მთლიანად მის აზროვნებაზე,არაფერი ახდენს ისეთ ზეგავლენას,როგორც მუსიკა.ხოლო მუსიკის უმაღლესი სახეებია კლასიკური მუსიკა და როკი,რომელიც ასევე კლასიკად იქცა.
როკი ყველაზე პოეტური მუსიკაა.ამიტომაც არის იგი ყველაზე რთული,წინააღმდეგობრივი,თავისი თავის უარმყოფელი და დამკანონებელი-ერთად. გავიხსენოთ, თუნდაც კაცობრიობის ურთულესი,წინააღმდეგობრივი პიროვნებები - რუსთაველი და ბეთჰოვენი,ჰიტლერი,სტალინი,გოეთე,ჰომეროსი,დანტე თუ შექსპირი,ნაპოლეონ ბონაპარტი თუ მაკედონელი,თუნდაც ნიცშე ... ეს ძლიერი საწყისნი ერთ ხაზში ალბათ ვერ განიხილება,მაგრამ ყველა ისინი პოეტურნი იყვნენ,ამიტომაც იყვნენ მრავალფეროვანნი და საინტერესონი.თვით იესო ხომ ყველაზე პოეტური საწყისი იყო კაცობრიობისა.ესე იგი პოეზია,პოეტურობაა მთავარი.პოეტური გრძნობა წარმოშობს ნამდვილ,ცოცხალ ხელოვნებას.ხოლო როკ-მუსიკა სწორედ რომ მძაფრ პოეტურ გრძნობაზე დაფუძნებული დიდი ხელოვნებაა, და სწორედ ეს გახლავთ მისი ძირითადი პრინციპი,უმოკლესად გადმოცემული როკის ძირითადი ფილოსოფია.
როკ-მუსიკამ,როგორც,ვთქვათ,პოეზიამ,კლასიკურმა მუსიკამ,მხატვრობამ,პოლიტიკამ,მეცნიერებამ, სამყაროს უდიდესი ადამიანები,-გამოკვეთილი პიროვნებები,ინდივიდები შესძინა.მათ ვერასოდეს დაივიწყებენ,რადგანაც ამათი შინაგანი ხმა,ქვეცნობიერი (იქნებ -ცნობიერიც) იყო ძახილი ზეკაცობისა თუ ღმერთკაცობისაკენ,ხოლო მათი საბოლოო მიზანი იყო პროგრესი კაცობრიობისა. რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს პროგრესი გამოხატული,როკის საბოლოო სწრაფვა,იდეა,არის კარგი.და ჩვენ ხანდახან არ უნდა დაგვაბნიოს მხოლოდ ფორმამ,მხოლოდ ნაჭუჭმა,საჭიროა ღრმად გავერკვეთ -რა არის ამ ნაჭუჭის მიღმა.როკის ხელაღებით,განუსჯელად უარყოფა უდრის პოეზიის,მხატვრობის უარყოფას,პროგრესის უარყოფას, ან -მუსიკის რომელიღაცა უდიდესი ეტაპის მიჩქმალვას,უარყოფას.რა თქმა უნდა,ეს არასწორია.ყოველი დიდი ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს.თანაც,- ძლიერი ინდივიდის შედარებით ყველაზე სრულყოფილი წარმოჩენა მრავალრიცხოვანი მასის წინაშე სწორედ,როკით არის შესაძელებელეი. ესაა აგრესიისაგან განტვირთვის საუკეთესო საშუალება.როკ-კონცერტი ხშირად აფეთქების სახეს ატარებს,რადგანაც დიდი ძალა იხარჯება ამ ცოცხალ მუსიკაში,ამ შემოქმედებით პროცესში . ესაა ყველაზე რევოლუციური,ყველაზე თავისუფალი მუსიკა.
როკის ფესვები უძველეს წარსულშია საძიებელი.მისი რიტმები პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიულ მუსიკებშიც ,მათ გიჟურ ცეკვებშიც შეიგრძნობა.საერთოდაც,-პოეზია და მუსიკა არის საწყისი ,აკვანი კაცობრიობის აზრის განვითარებისა .
მაგრამ ნამდვილი როკი სადღაც ორმოცდაათიან წლებში ჩამოყალიბდა ამერიკაში,კერძოდ-შეერთებულ შტატებში.
ამ მუსიკის სამშობლოდ სწორედ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ითვლება.
ორმოცდაათიან წლებში, რა თქმა უნდა, უფრო მარტივ როკ-ენ-როლს უკრავდნენ ძირითადად.
1954 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი ჰეილმა შექმნა ორი პოპულარული სიმღერა,რომელთა სათაურებშიც იყო სიტყვები - "როკ" და "როლ".
ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ალან ფრიდმა მიიღო ტერმინი - "როკ-ენ-როლი".
ეს იყო პერიოდი,როცა კაცობრიობა ნაადრევად გადაიღალა მეოცე საუკუნით-ორმა მსოფლიო ომმა და ატომურმა საშინელებამ დედამიწის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.კინოეკრანებიდან მსხნელად მოვლენილი კეთილი გენიოსის - ჩარლის ღიმილი უკვე მოძველდა და ადამიანებს ვეღარ ანუგეშებდა.აღარც სალვადორ დალი თუ პიკასო იყო სიახლე.თავიანთი დიდი წინამორბედების -ლეონარდოს, მიქელანჯელოსა და რაფაელ სანტის გზა მათ თავის დროზე მეტად ავანგარდული კუთხით შესთავაზეს კაცობრიობას.დიახაც,გაიმარჯვა პაბლო პიკასოს ძიებებმა კუბიზმსა თუ სხვა მიმდინარეობებში,გაიმარჯვა გენიალური დალის სიურეალიზმმა,მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.ერნესტ ჰემინგუეი ,რომელმაც ორივე მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა და კაცობრიობა დაატყვევა თავისი გაუხუნარი პროზაული შედევრებით ,ასევე უკვე მხოლოდ ისტორია იყო ... სიახლე ! - აი რას მოითხოვდა ადამიანის მაძიებელი სული, მისი დამშეული,შეშინებული გონება.
და ორმოცდაათიანმა წლებმა კაცობრიობას როკი აჩუქა.აგრესიამ გამოსავალი მუსიკაში ნახა.ყალიბდებოდა ყველაზე აგრესიული, მაგრამ ყველაზე რთული და ლამაზი ხელოვნება.
მეოცე საუკუნის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში თითქოს ახალი ერა დაიწყო.ეს შეგრძნება ,ალბათ, იმითაა განპირობებული,რომ დაიწყო ახალი საუკუნე,ახალი ათასწლეული თუ ათასწლეულები.რაღაცა დიდი,დიადი დასრულდა.ხოლო გასული საუკუნე იყო ერთი უმკვეთრესი აკორდი იმ დიადისა,იმ მთლიანი დროისა.დიახ,- მეოცე საუკუნე იყო დიდი საუკუნე. და ამ დიდი საუკუნის ერთ-ერთი სიმბოლო ნამდვილად არის როკი.
თვით გასული საუკუნის როკის სიმბოლოდ კი , ალბათ,მაინც მერკური,ჯონ ლენონი და ელვისი უნდა ვაღიაროთ,- ეს უაღრესად პოეტური როკმენები,აგრეთვე თუ ნამდვილი სიმბოლოებით აზროვნება გვინდა,გვერდს ვერ ავუვლით ადამიანებს შორის აღმარტულ გადაულახავ კედლებს ... მოკლედ,ესაა პოეზიის,მუსიკისა და ფილოსოფიის მთელი სამყარო.
ორმოცდაათიან წლებში როკს ბევრი ქმნიდა-იგივე ბილი ჰეილი,ჩაკ ბერი თუ ლითლ რიჩარდი ... მაგრამ როკის მამად,ამ მუსიკის ყველაზე ადრეულ გენიოსად ალბათ მაინც ამერიკელი ელვის პრესლი შერჩება როკ-ირტორიას. მას როკ-ენ-როლის მეფეს,ან როკ-ენ-როლის უგვირგვინო მეფეს უწოდებენ.
იგი იყო ყველაზე ენერგიული, ლამაზი,მომხიბლავი,სიცოცხლით სავსე,სცენის ჯადოქარი,რომელმაც დაატყვევა მთელს პლანეტაზე მილიონობით ფანის(განსაკუთრებით-ქალების) გული. ელვისი მეტად თავისებური პიროვნება გახლდათ. იგი რატომღაც ეთაყვანებოდა ფარდისფერ ფერს .
მაგრამ, ბოლომდე ვარდისფერი არ აღმოჩნდა მისი ცხოვრება,გენიოსთა ბედი ტრაგიკულია,ელვისი ახალგაზრდა დაიღუპა.
ელვისის პოპულარობა ევროპაში "ბიტლზმა" გაიმეორა.
"ბიტლზი" შეიძლება ყველაზე ადრეულ ნამდვილ გენიალურ როკ-ჯგუფად დასახელდეს.სადღაც ელვისი - "ბიტლზის" შუალედი არის ნამდვილი როკის ჩამოყალიბების ხანა.
ევროპა ცენტრია ჩვენი პლანეტის აზროვნებისა.ესაა თავისებური რომის იმპერია (სადაც იესო ქრისტე მოღვაწეობდა) თუ თავისებური მექა და მედინა (სადაც იყო მუჰამედი). ხოლო ინგლისი,მიუხედავად იმისა,რომ კუნძულზე მდებარეობს,მაინც ევროპის ნაწილია.
"ბიტლზი" სწორედ რომ ლივერპულის,ინგლისის, ანუ ევროპის ჯგუფი იყო. ამიტომაც უფრო ადვილად მოახდინა რევოლუცია.მსოფლიო ბიტლომაინაიმ მოიცვა,- ეს იყო სამოციანი წლები.
"ბიტლზი" ერთ-ერთი ფეძემდებელია დიადი ბრიტანული როკისა. ბრიტანულმა როკმა 60-70-იან წლებში მსოფლიო ესტრადა განუმეორებელ სიმაღლეზე ატყორცნა. აი უდიდეს ჯგუფთა სახელები - „ქუინი“, „ლედ ზეპელინი“,“ფინქ ფლოიდი“,“როლინგ სტოუნზი“,“დიფ ფარფლი“,“ ბლეკ საბათი“ - ყველა ესენი გენიალური როკ-ანსამბლები იყვნენ . თუ ჩვენ გვსურს როკის ისტორიის კონტურები უფრო გავამკვეთროთ ,მაშინ ამ ჯგუფებს ორი ამერიკული მონსტრიც უნდა დაემატოს. ესენია „დორზი“,რომლის ლიდერიც იყო პოეტი ჯიმ მორისონი და „ნირვანა“ - თვითმკვლელის,შეშლილი გენიოსის- კურტ კობეინის ანსამბლი.
ვინც პირველად მუსიკა დაამძიმა, იგი ნამდვილი გენიოსი იყო. ეს ტენდენცია, სიმძიმისა, ჯერ კიდევ კლასიკაში იკვეთება. აგერ, ავიღოთ კლასიკური მუსიკის სამეული - ბეთჰოვენი,მოცარტი,ბახი. ესაა გერმანული,ან - გერმანულ- ავსტრიული ზოგადსაკაცობრიო სამეული. როგორღაც ისე მოხდა,რომ გერმანია პლანეტარიული მასშტაბით ხშირად ყოფილა ამოსავალი წერტილი. დიახ, ესაა ქვეყანა, რომელიც რომის იმპერიის ნგრევით შემოვიდა კაცთა ისტორიაში და ომებით გააგრძელა შემდგომი სვლაც. მათ პირდაპირ დაებედათ ნგრევა და ომი. მაგრამ ისინი, ამის პარალელურად,დიდ კულტურასაც ქმნიდნენ. სწორედ გერმანელი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენია ის კაცი,რომელსაც ჰქონდა უდიდესი შინაგანი მოთხოვნილება მუსიკის დამძიმებისა. მაგრამ ბეთჰოვენი მეტად ადრე დაიბადა. მან კლასიკურ მუსიკაში მკვვეთრად შემოიტანა მძმედ არებული აკორდები ,ხოლო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაშალა თემები (გავიხსენოთ თუნდაც მეხუთე სიმფონია), მაგრამ მაშინ როკი, რაღა თქმა უნდა,დაბადებულიც არ იყო. მოგვიანებით იგივე ბეთჰოვენს, იგივე ბახს,როკ-მუსიკაში წარმატებული არანჟირებები ხვდათ წილად.
მძიმე როკს რაც შეეხება,იგი სამოციან წლებში ჩამოყალიბდა. იმ ჯგუფთაგან,რომელთაც მათ ჩაუყარეს საფუძვლები,გამოირჩევა „ლედ ზეპელინი“
და „დიფ ფარფლი“
... მალე მთელი მსოფლიო აავსო გიტარის სიმებიდან ავარდნილმა ცხელმა,ნერვულმა აკორდებმა. მდუღარე მუსიკა სასიამოვნოდ მოქმედებდა ადამიანთა აღგზნებულ ნერვებძე,რამეთუ მოხდა ურთიერთშესატყვისობა,სულისა და მუსიკის თავისებური დიფუზია.
სამოციან წლებში ჩაისახა ფსიქოდელური როკიც. ეს არაა გასაკვირი : ადამიანმა დაიპყრო კოსმოსი და მუსიკაც უფრო კოსმოსური გახდა.
ასე მოევლინა სამყაროს „პინქ ფლოიდის“
განუმეორებელი ალბომები,მათ შორის იგივე - „კედელი"
თუ "მთვარის ჩაბნელებული მხარე „
... მაგრამ ეს უკვე სამოცდაათიანი წლებია, - ორივე ალბომი სწორედ რომ გასული საუკუნის მერვე ათწლეულში ჩაიწერა და გამოიცა.
სამოც-სამოცდაათიან წლებში განვითარდა პროგრესული როკიც ... "კინგ კრიმსონის" მუსიკაში ბევრმა შემდგომში ალტერნატივას საფუძვლებიც აღმოაჩნა ...
როკ-მუსიკას ახასიათებს უსწრაფესი განვითარება. იგი, როგორც თავისი საუკუნის თუ შემდგომი დროების ღვიძლი შვილი ,ფეხს ყველაზე უკეთ უწყობს აჩქარებულ ტემპს. აბა დავაკვირდეთ : ელვისს სულ მალე „ბიტლზები“ მოჰყვა,“ბიტლზებს“ – „ფინქ ფლოიდი“,“ქრიმი“,“იარდბერდზი“,“ლედ ზეპელინი“ და .... შედარებით მარტივი საცეკვაო როკ-ენ როლი ,რომელსაც ზოგი თავისი დროის პაპსასაც კი ეძახის,საოცარი სისწრაფით გადაიზარდა ფსიქოდელურ მუსიკაში თუ ჰევი-მეტალში. ესაა ერთი შეხედვით დაუჯერებელი სასწაული. როკის მოყვარულებმა სტადიონები აავსეს. ტარდებოდა და ტარდება უზარმაზარი კონცერტები,რომელთაც ესწრება ათეულობით ათასი, გინდაც - ათასეულობით ათასი ფანი. კონცერტები უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაცულია, დაზღვეულია ყოველივე მოულოდნელისაგან. დიდად სამწუხარო ფაქტი მოხდა,მაგალითად,სამოციანი წლების ბოლოს,სან-ფრანცისკოსთან,ერთ-ერთ გრანდიოზულ კონცერტზე : ჯგუფ- „როლინგ სტოუნზის“ გამოსვლის დროს მოხდა ინციდენტი,და დამსწრეთაგან მოკლეს ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი,ეგრეთ წოდებულმა "ჯოჯოხეთის ანგელოზებმა", - კონცერტის დაქირავებულმა "დაცვამ" ... ეს, რა თამა უნდა,შეუწყნარებელი ფაქტია,მაგრამ ასეთი შემთხვევები მასობრივ ხასიათს არ ატარებს. და თანაც : განა ასეთი რამ მარტო როკში ხდება ? გაიხსენოთ,ვთქვათ,ფეხბურთის გულშემატკივრები ხანდახან რა დღეში აგდებენ ერთმანეთს. ასეთი აურზაურის დროს არაერთხელ ყოფილა მსხვერპლიც. გულშემატკივრებს თვით მსაჯებიც და ფეხბურთელებიც არ დაუნდიათ,მაგრამ ამისთვის ფეხბურთი არავის აუკრძალავს. გავიხსენოთ, თუნდაც პროფესიონალური კრივი,სადაც ხანდახან პირდაპირ რინგზე კვდებიან ადამიანები,მაგრამ კრივი არსებობდა და არსებობს,იმიტომ, რომ იგი სპორტის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა. მშვენიერება და დიდება მსხვერპლს მოითხოვს. ხოლო სანამ იარსებებს ადამიანი, ყოველთვის იქნება დიდების,ინტერესის,თუნდაც,ელემენტარულად,გართობის,სანახაობის წყურვილი.
ადამიანები ეძებენ კერპებს,თაყვანისცემის ობიექტებს საკუთარ თავსა და სხვებში . ახალგაზრდობას განსაკუთრებით უყვარს საკუთარი იდოლები,კერპები,საკუთარი მეფეები. იგივე „ლედ ზეპელინის“ ლიდერები - პლანტი და ფეიჯი,იგივე ჯგუფ „ენიმალზის“ ლიდერი,ან თუნდაც სიდ ბარეტი - „ფინქ ფლოიდიდან“,თუნდაც კრის ნორმანი ,მრომლის "სმოუკიც" სამოცდაათიანებში ევროპაში ძალზე უყვარდათ,თუნდაც გერმანული „სკორპიონზის“ ან ფრანგულ-ინგლისური "გონგის" მუსიკოსები უამრავი ახალგაზრდისათვის წარმოადგენდა ინტერესს,ფიქრის სათავეს. ამ ხალხზე თაობები აღიზარდა, და ეს არაა პატარა საქმე ! არ შეიძლება მხოლოდ ბნელი მხარის დანახვა. როცა ლაპარაკობენ როკისეულ ზომაზე მეტ თავისუფლებაზე,ნარკოტიკებზე,თავისუფალ სექსსა თუ ალკოჰოლზე,ესაა ნეგატიური აღქმა,არაჯანსაღი აღქმა მოვლენებისა. ნამდვილი როკმენი არის ფიქრის კაცი,გრძნობის კაცი. იგი ქმნის დიდ ხელოვნებას,რაც მისთვის მთავარია. ხოლო ღმერთი არავინაა. და თუკი შენ მაინც ვინმე თავისებურ იდეალად დაისახე, უნდა შეეცადო, რომ მისგან მხოლოდ კარგი გადაიღო,შემდეგ კი,თუ შესაძლებლობა გაქვს,თუ ნიჭიც გიწყობს ხელს, - გააუმჯობბესე ერთ დროს შენი კერპის მიღწევა.ასე ყალიბდებიან ძლიერი ინდივიდები.
დიდი,გამოკვეთილი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო მასშტაბის როკ-ფესტივალებს. ამათგან ორს მაინც გამორჩეულ ადგილს აკუთვნებენ. ესენია - მონტერეის 1967 წლის და განსაკუთრებით კი დიდი ვუდსტოკის ფესტივალი,
რომელიცჩატარდა 1969 წელს. ვუდსტოკის გამოსვლებს თითქმის ნახევარი მილიონი ფანი ესწრებოდა.ეს მაშინ იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ შეიქმნა ტერმინი - "ვუდსტოკის თაობა" .
ეს გახლდათ სასწაული,თავისუფლების უდიდესი ზეიმი,რომლის ჯეროვანი განმეორებაც შემდგომ თითქოს ვეღარც შეძლეს.
მსოფლიო როკის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში დადგმულ გრანდიოზულ როკ-ოპერას - "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავს". ესაა ნამუშევარი კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ ვებერისა და ლიბრეტისტ ტიმ რაისისა,რომელიც სენსაციური აღმოჩნდა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ როკ-მუსიკას ხშირად უკავშირებენ ისეთ უცნაურ მოვლენებს,როგორიცაა მსოფლიოში ასე გავრცელებული ჰიპების კომუნები,პანკები და სხვა.
ამიტომ, არცაა გასაკვირი,სამოცდაათიანი წლების მოვლენა : ახალგაზრდა, ენერგიულმა ბიზნესმენმა,პროდიუსერ-მენეჯერმა მალკოლმ მაკლარენმა,ყოფილ მენაგვესთან, შემდეგ კი როკერ ჯონი როტენთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "სექს პისტოლზი". ეს მოხდა დაახლოებით 1975 წელს. მაკლარენი ჯგუფს ისევე პატრონობდა,როგორც დიდი მენეჯერი- ბრაიან ეშტაინი "ბიტლზებს" და განუმეორებელი იტერ გრანტი "ზეპელინებს", ამიტომაც "პისტოლზმა" მალე მიაღწია დიდ, მაგრამ სკანდალურ პოპულარობას. ასე დაიბადა პანკ როკი.
"სექს პისტოლზის" ლიდერები იყვნენ ჯონი როტენი და იდუმალებით მოცული სიდ ვიშესი. ჯგუფს დიდხანს არ უარსებია : სადღაც 3-4 წელიწადში იგი დაიშალა . მალე ვიშესი დააპატიმრეს საყვარელი ქალის მკვლელობის ბრალდებით. მან სცადა თავის მოკვლაც . შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს,მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლია : თვითმკვლელობით აღესრულა მანჰეტენში.
"პისტოლზი" პანკ-როკული მიმდინარეობის ერთადერთი ნამდვილი ჯგუფი იყო უმკაცრესი,უმაღლესი გადასახედიდან. თუმცა ამ ჯგუფის დაშლით პანკ-როკი მაინც არ მომკვდარა,მისი ელემენტები უმძაფრესად შეიგრძნობა იგივე "ქლეშის" თუ არაერტი შემდგომდროინდელი ანსამბლის შემადგენლობაში. "ქლეში",როგორც პანკის მიმდევარი,ამ ანსამბლებიდან გამოირჩევა.
საერთოდ, როკ-ჯგუფები არის პატარა, მაგრამ დიდად პოპულარული ბენდები,რომელნიც უმეტესად 4 საკრავზე იგება : სოლო-გიტარა,რიტმ-გიტარა,ბას-გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი. ჯგუფში უმეტესად ვოკალისტს, შემდეგ კი სოლო-გიტარისტს ენიჭება უპირატესობა. ეს იმიტომ, რომ როკის ძირითადი ინსტრუმენტი სწორედ ელექტრო-გიტარაა. ბევრი ვირტუოზული სოლო-გიტარისტი როკ-მუსიკამ ლეგენდად აქცია. მათ შორის გამოირჩევა სტივი უაი და ჯიმი ჰენდრიქსი . თუმცა ისტორიაში დარჩა სხვა არანაკლებ ლეგენდარული გიტარისტებიც, მაგალითად - ერიკ კლაპტონი,ჯეფ ბეკი,ჯო სატრიანი,ჯიმი ფეიჯი,რიჩი ბლეკმორი , გიტარისტი სლეში ...
ფერების ვრცელი პალიტრაა როკში. ამიტომაც ოთხ ინსტრუმენტს ხშირად ემატება კლავიშებიანი საკრავი ან სხვა მუსიკალური საშუალებანი. ზოგიერთი ჯგუფი საქმეში ორკესტრის ჩარევასაც არ ერიდება,მაგრამ ჯაზისთვის დამახასიათებელი ზედმეტი ,გართულებული აკორდები და ხმიანობა როკ-მუსიკას მაინც არ ახასიათებს . ვაღიარებ ,- ჯაზსაც აქვს თავისებური ფილოსიფია,მაგრამ ჩემის აზრით, იგი მაინც იმ შეჭამანდსა ჰგავს,რომელშიაც ზომაზე მეტი მარილია ჩაყრილი.
როკმა თავის თავში გააერთიანა მრავალი სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თუ სტილი . ავიღოთ, მაგალითად,ბლუზი, რომელსაც ბევრი შავ მუსიკად (ამ შემთხვევაში - ზანგების მუსიკად) მიიჩნევს,ხოლო როკი ძირითადად თეთრი მუსიკაა. ბლუზი როკმა შეითვისა და თავისებურად გადაამუშავა. რიტმ-ენდ-ბლუზი,რომელსაც ასე ხშირად მიმართავდა "როლინგ სტოუნზი" თუ "დორზი" ,ამის საუკეთესო ნიმუშია.ავიღოთ, თუნდაც, "ლედ ზეპელინის" გაუხუნარი ჰიტი - "მას შემდეგ ,რაც შემიყვარდი " , - ესაა თეთრი ბლუზის კლასიკური ნიმუში,რომელიც უცხო სიმაღლემდე აზიდა ჯგუფის ლიდერმა - ვოკალისტმა პლანტმა.
ხოლო ყველა შემდგომდროინდელ მუსიკაზე დიდმა როკმა მოახდინა წაუშლელი ზეგავლენა. თვით რეპმენებიც კი,- თუნდაც შავი, განგსტერული რეპის წარმომადგენლები ვერ გაექცნენ ამ ქსელს ...
საესტრადო მუსიკაში კარგად ჩახედული ადამიანი ვერ უარყოფს, რომ როკ-მუსიკა უპირველესია სხვებს შორის. ნამდვილ პაპსას რომ თავი დავანებოთ,სხვა, უფრო სერიოზული ჟანრები თუ მიმდინარეობანი მაინც პაპსად, სიმარტივედ გამოიყურება მეფე-როკთან შედარებით.
ეს ხომ ფაქტია,რომ ვერცერთმა სხვა საესტრადო მიმდინარეობამ ვერ შეძლო უფრო დიდი,უფრო პოპულარული პიროვნებების შექმნა,ვიდრე როკმა. პირობითად შეიძლება გამოვარჩიოთ ასეთი შუალედი : პერიოდი „ბიტლზებიდან“ – „ქუინის“ ჩათვლით. ესაა საესტრადო მუსიკის ოქროს ხანა.
ჯგუფი "ქუინი" ბრიტანული კოლექტივია.
იგი სამოცდაათიან წლებში ჩამოყალიბდა და იარსება 20 წელი, ანუ მის ლეგენდარული ლიდერის- ფრედი მერკურის სიკვდილამდე იმეფა როკის სამყაროში. ბევრი თვლის, რომ ქუინი უმაღლესი მიღწევა იყო ესტრადაზე. ამ ჯგუფმა ჩაწერა უამრავი ალბომი, მათ შორის -"ღამე ოპერაში"
,სადაც შეტანილია საუკუნის ჰიტი - "ბოჰემური რაფსოდია", და ალბომი - "ინნუენდო", - უკანასკნელი, მაგრამ დიდებული ქმნილება, შექმნილი ფრედის სიცოცხლეში.
მოკლედ, ფრედი დიდების მწვერვალზე მყოფი დაირუპა. თუმცა მისი სიკვდილი,ისევე, როგორც სიკვდილი ჯონ ლენონისა ან ჯიმ მორისონისა,იდუმალებითაა მოცული.
ფრედი მერკური იდეალური მუსიკოსი იყო : მას შეეძლო სიმღერის ტექსტის თუ მუსიკის შექმნა, თავად ასრულებდა მის სიმღერებს და ჰქონდა განუმეორებელი ვოკალური მონაცემები და ადვილად შეეძლო სულ სხვადასხვა რეგისტრში,სხვადასხვა ხმაში სიმღერა. იგი გახლდათ უაღრესად არტისტული ბუნების,პოეტური პირობნება,რომელიც პირდაპირ ვარსკვლავად იყო დაბადებული. თუმცა მისივე სიტყვებია : "მე არ მინდა ვიყო ვარსკვლავი, მე მინდა ვიყო ლეგენდა". მართლაც უდიდეს ლეგენდად დარჩა.
ფრედი მრავალმხრივი მუსიკოსი გახლდათ,მან შეაზავა ერთმანეთში როკი და კლასიკა, მან წამოსწია ვოკალისტის როლი ჯგუფში და პიანინოს (როიალს) განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ესეც, ალბათ,კლასიკის ზეგავლენაა. მუსიკის ისტორიას დარჩა ფრედის მიერ ჩაწერილი ცნობილი ალბომი ოპერის ესპანელ სოლისტთან - მონსერატ კაბალესთან ერთად. ამ ალბომში შესულია ფრედი მერკურის მიერ შექმნილი განუმეორებელი "ბარსელონა"
და კიდევ სხვა სიმღერები. ალბომმა მონსერატის სახელს კიდევ მეტი შუქი შეჰმატა, იგი საბოლოოდ დამკვიდრდა გასული საუკუნის უდიდესი კლასიკოსი ქალის, მარია კალასის გვერდით . ფრედი მერკურიმ კი მონსერატ კაბალესთან ერთად მუშაობით დაამტკიცა,რომ დიდი როკმნისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს კლასიკურ ჟანრში მუშაობა. პიქირით,ეს საინტერესო და სასიამოვნო გატაცებაც კია.
ფრედი იყო მეტად პოეტური ადამიანი, დიდი როკმენი და დიდი კლასიკოსი. იგი სწორედ ასეთად დარჩა ადამიანთა მეხსიერებაში.
80-90 -იან წლებში პოპულარობით სარგებლობდნენ ისეთი ჯგუფები,როგორებიცაა "აირონ მეიდენი" ,"მეტალიკა" , აქსელ როუზისა და გიტარისტ სლეშის ჯგუფი "განს-ენ- როუზი" , "ბლეკ კრაუზი","ოაზისი" და სხვა, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ფრედი მერკურისა და კურტ კობეინის გარდაცვალებამ დიდი როკი მოკლა .
თუმცა როკ-მუსიკა უკვდავია. ცის კაბადონზე გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, რომლებიც დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ. მერლინ მენსონის, "რამშტაინის" თუ სხვათა ხელოვნება დღეს ათასებში,მილიონებში ჰპოულობს გამოძახილს.
წარმოდგენა გრძელდება.
მართლაც, რომ ახალი ეპოქა დაიწყო.
წყარო : სერგი ლომაძე "ქართული როკის ისტორია".
გამოცემულია გჯუფ "ზღვარის" მიერ.
თბილისი. 2003 წელი.
საძიებო წყარო - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

N I R V A N A
ნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. ვოკალისტი - კურტ კობეინი. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა ელის ინ ჩენსი, პერლ ჯემი და საუნდგარდენი ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.
ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ. [1] რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამოდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.
1989 წლის ივნისში ნირვნამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach,
რომლის ტირაჟი 35 000 ეგზემპლარს შეადგენდა. ამ ალბომში იგრძნობოდა ჯგუფების The Melvins, Mudhoney, Black Sabbath ისა და Led Zeppelin ის გავლენა. 1989 წლის 22 ივნისს ნირვანა გაემგზავრა ამერიკულ ტურნეში და 26 ქალაქს ეწვია. 2001 წელს ნოვოსელიჩმა Rolling Stoneთან ინტერვიუში თქვა რომ ტურნეს დროს ნირვანას წევრები The Smithereens-სა ( ალტერნატიული როკი ) და Celtic Frost-ს ( ბლექ მეტალი ) ის სიმღერებს უსმენდნენ. მისი აზრით ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პირველ ალბომზე. ნირვანას პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა მალე მოიპოვა პოპულარობა ამერიკის პატარა კოლეჯ რადიოებში.
ალბომის ჩაწერისთვის აუცილებელი თანხა 606 დოლარი და 17 ცენტი ჯგუფს ჯეისონ ევერმანმა მისცა.ჯეისონ ევერმანი კურტს მისმა მეგობარმა სილან კარლსონმა გააცნო (კარლსონი აგრეთვე არის ნირვანას სიმღერის In Bloom სუბიექტი) ჩენინგს კი ის ბავშვობიდან იცნობდა. ევერმანი თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებთან ერთად ატარებდა და როდესაც მათ ფული დაჭირდათ ჯეისონი სიამოვნებით დაეხმარა. მიუხედავად იმისა რომ Bleach ის "სპონსორს" ალბომის ჩაწერაში დიდი წყვიი არ მიუძღვის გარეკანზე მაინც წერია რომ ის იღებდა მონაწილეობას გიტარის პარტიის ჩაწერაში (ეს ასეც იყო).ჩაწერის შემდეგ ჯეისონი აგრძელებდა ნირვანას მეორე გიტარისტობას, მაგრამ მალე წავიდა. (ფული ნირვანას წევრებს მისთვის არ დაუბრუნებიათ) 1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს. ნირვანას ჟურნალი Melody Maker უწევდა რეკლამირებას, და ჯგუფის ყველა კონცერტმა ანშლანგით ჩაიარა.
ტოპ 10 საუკეთესო სიმღერა ჯგუფის რეპერტუარიდან :
1.Smells Like Teen Spirit
2.Come As You Are
3.Heart Shaped Box
4.Lithium
5.In Bloom
6.You Know You're Right
7.The Man Who Sold The World
8.Rape Me
9.Drain You
10.All Apologies
Sunday, April 17, 2011
ბიბლიოთეკაში ვიზიტი
ვინაიდან და რადგან, ჩემი არჩეული თემა არის როკ-მუსიკა და იქიდან გამომდინარე, რომ ზემოთ ვახსენე ის ფაქტი, რომ ჩემი ბლოგი არ იქნება ბანალური პოსტებით დატვითული,გადავწყვიტე როკზე ბიბლიოთეკაში მომეძიებინა რაიმე ინფორმაცია.
იქიდან გამომდინარე, რომ ილიაუნის სულხან-საბას ბიბლიოთეკაში როკზე ინფორმაცია არ იყო,გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკას ვსტუმრებოდი.
გუშინ პირველად ვიყავი "საჯაროში" (ძალიან მრცხვენია იმის, რომ ადენი წლის გამავლობაში პირველად მივედი იქ [შერცხვენის სმაილი] ,მაგრამ არ ვიმჩნევ ამას :D ).
უშუალოდ ბიბლიოთეკაში შესვლის წინ კი ისეთი პროცედურა უნდა გაიაროთ, როგორიც ,მაგალითად, დარეგისტრიერება. ეს ასე ხდება : მიდიხართ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ოთახში,ავსებთ ბარათს თქვენი მონაცემებით,გიღებენ ფოტოს და მომავალ დღეს უნდა მოხვიდეთ, რათა თქვენი საშვი, ანუ მკითხველის ბილეთი აიღოთ (მკითხველის ბილეთის გარეშე ბიბლიოთეკაში არ შეგიშვებენ ).
მე 3 დღის წინ დავრეგისტრირდი.საშვი გუშინ ავიღე და რა თქმა უნდა,გუშინვე შევედი "საჯაროში".შესვლისას ჩემი მკითხველის ბილეთის წარდგენა მთხოვეს,შენდეგ ჩემი ჩანთა ჰაიმნის აპარატით შეამოწმეს და ნახეს,რაიმე წიგნი ხომ არ მედო შიგ.შემოწმების მიუხედავად,ჩანთა მაინც დამატოვებინეს შემოსასვლელში და მომცეს პეციალური ნომერი,რომლითაც ის უნდა დაებრუნებინათ ჩემთვის.
სამკითხველო დარბაზში შესვლის დროს შემავსებინეს რაღაც ფურცელი (არც ამიხსნეს, როგორ უნდა შემევსო :| :X o_O ),რომელიც ასე თუ ისე შევავსე და მივუტანე ბიბლიოთეკარს, რომელმაც , სიმართლე გითხრათ,ძალიან უხეშად და უკმეხდ მიპასუხა (ისე მიყურებდა, თითქოს მისი ვალი მქონდა :| მეთქი ბოდიში,რომ საერთოდ ვარსებობ ^_^ :D).
ეს კიდევ არაფერი. თვითონ წიგნს,რომელსაც "ქართული როკის ისტორია" ჰქვია,45 წუთი ველოდე :) (რაც,სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე სასიამოვნო იყო).შეზღუდული ადგილების გამო,წიგნი იქვე ვერ წავიკითხე,ამიტომ მისი "დაქსეროქსება" გადავწყვიტე და შემდეგ უკვე ხელთ არსებული მასალა სახლში დვამუშავე .
წამოსვლისასაც თითქმის იგივე პროცედურა გავიარე.
ერთი სიტყვით,ისეთი აღფრთოვანებული არ წამოვსულვარ, როგორიც შესვლისას ვიყავი :) ... პირველ რიგში ,ძალიან არ მომეწონა ბიბლიოთეკაში მომუშავე ერთ-ერთი ქალის დამოიდებულება ჩემდამი,შემდეგ ბიბლიოთეკარის ტონი და განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამაღიზიანა, რომ ერთ პაწაწუნა წიგნს 45 წუთი ველოდი (ახლა არ მითხრათ : "აბა სტუდენტობა როგორ გინდაო ?! " : D ) .
იმედია ,თქვენ თუ მოხვდით საჯარო ბიბლიოთეკაში,ბიბლიოთეკარი კარგ ხასიათზე დაგხვდებათ და ისე არ შემოგხედავთ,როგორი თვალებითაც მე მიყურებდა :)

Wednesday, April 13, 2011
ყველა დროის 10 საუკეთესო როკ-მუსიკა :)
1.led zeppelin:stairway to heaven
2.the beatles : let it be
3.The rolling stones : angie
4.Nirvana : smells like team spirit
5. Guns "n" roses : sweet child o mine
6. The doors : people are strange
7.Jimi hendrix : all along the watchtower
8.The clash : London calling
9.The ramones : I wanna be sedated
10.Metallica : Nothing else matters

Wednesday, March 23, 2011
როკ მუსიკის შესახებ
![]() |
რა თქმა უნდა არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი, მაგალითად როკი, პოპი,ტექნო, ჰაუსი, კლასიკა, ოპერა და .შ. დაუსრულებლად .... მე, პირადად, უპირატესობას როკ-მუსიკას ვანიჭებ, იმიტომ, რომ ეს ის მუსიკაა, რომლის მოსმენისასაც ძალიან ,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს :) ამიტომ მინდა მოგიყვეთ ცოტა ოდენი როკ-მუსიკის შესახებ...
ეს არ იქნება ბანალური პოსტი ყველასთვის ცნობილი ინფორმაციით, ეს გაცილებით მეტი იქნება ;) ....
მუსიკის ისტორიაში არის ჰიტების ისტორია. როკ მუსიკაზე დაწერილი წიგნების უმეტესობა ჰიტების ისტორია უფროა. დარწმუნებული ვარ მარქსს მოეწონებოდა ასეთი წიგნები.
არსებობს უამრავი ისტორია როკ-მუსიკის წარმოშობის შესახებ.იტალიელები ბრიტანული მუსიკის ზემოქვედების ქვეშ უფრო იყვნენ, ვიდრე ამერიკული მუსიკისა.მაგალითად Eagles და Creedence Clearwater Revival ნაკლებად ცნობილი ჯგუფები იყო ერთ დროს , მაგრამ სამაგიეროდ, Moody Blues და David Bowie -ს ყველა კარგად იცნობდა ... არსებობს ინდივიადული ისტორიები როკ-მუსკის შესახებ. ადამიანები გაიზარდნენ ისე, რომ ყველას თავისი „კერპი“, მისაბაძი მაგალითი ჰყავდა,რომლებიც მათ ეხმარებოდნენ იმაში, რომ როკს დაახლოვებოდნენ, მაგალითდ Led Zeppelin ან Doobie Brothers. ახლა კი როკ-მუსიკის ისტორია განვიხილოთ :)

როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ერთ–ერთი ფორმა ვოკალური მელოდიით, რომელსაც თან ახლავს გიტარა, დრამი და ბასი. ასევე როკ მუსიკის ზოგიერთი სტილი იყენებს კლავიშებიან ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა ორღანი, პიანინო, მელოტრონი თუ სინთეზატორები.როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს.გვიან 1960–იან წლებში, როკ მუსიკა შეერია ფოლკლორს და და გარდაიქმნა ფოლკ როკად, ბლუზთან შერწყმით ჩამოყალიბდა ბლუზ როკი, ჯაზთან კი – ჯაზ როკი(ჯაზისა და როკის შენადნობი, fusion) და ფსიქოდელიური როკი. 1970–იან წლებში როკმა გააერთიანა სოული, ფანქი(funk) და ლათინური მუსიკა. ასევე 1970–იან წლებში როკი განვითარდა უამრავ სუბჟანრად, როგორიცაა სოფთ როკი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პროგრესული როკი და პანკ როკი. როკის სუბჟანრები, რომლებმაც თავი იჩინეს 1980–იან წლებში, მოიცავდნენ სინტპოპს, ჰარდქოურ პანკს და ალტერნატიულ როკს. 1990–იან წლებში წარმოშობილი როკის სუბჟანრები აერთიანებდნენ გრანჯს (grunge) ბრიტანულ სლენგზე ნიშნავს ჭუჭყიანს), ბრიტპოპს, ინდი როკს და ნუ მეტალს (nu metal) როკ მუსიკის შესახებ არ არსებობს მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორია, არამედ არსებობს რამდენიმე
1954 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი ჰეილმა შექმნა ორი პოპულარული სიმღერა, რომელთა სათაურებში იყო სიტყვები „rock“ და „roll“. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ალან ფრიდმა მიიღო ტერმინი „Rock N’ Roll“.
Subscribe to:
Posts (Atom)